LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის მოირგი მიმართვა ციხიდან: “ბინძურ პროვოკაციებს გეგმავენ, დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი”

138
სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

ადვოკატი: სოსო გოგაშვილი მზად არის, ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს გეგმავენ.

ის მოუწოდებს საელჩოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, მისი ოჯახი დაიცვან:

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს – დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი!” – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მზად არის, პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს.

სოსო გოგაშვილის უფლებადამცველი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ გოგაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გამომძიებლებს უთხრას, როგორ შეასრულეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ხელისუფლების წევრებმა და როგორ გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დედაქალაქის ცენტრიდან.

შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ სიმართლე არაა – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლის გატაცების თაობაზე, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დეტალებზე

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა

გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა, ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა.. მამაჩემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ნინი გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g