სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მზად არის, პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს.
სოსო გოგაშვილის უფლებადამცველი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ გოგაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გამომძიებლებს უთხრას, როგორ შეასრულეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ხელისუფლების წევრებმა და როგორ გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დედაქალაქის ცენტრიდან.
ადვოკატის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო
„ნებისმიერ საქმეზე, რაც გაჟღერებულია მის მიერ, დამიდასტურა მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად”- აცხადებს გოგაშვილის უფლებადამცველი.
საქართველოს პროკურატურაში გოგაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა უკვე ოფიციალურად შესულია.
ავფგან მუხთარლის ადვოკატებმა ირაკლი შოთაძეს წერილი დღეს დილით გაუგზავნეს. თბილისის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტი რუსთავის ციხეში პროკურორების შესვლას და სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვას ითხოვს.
ამავე თემაზე:
სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა
სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა