LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” ბარიერს, სავარაუდოდ, ვერ გადალახავს – GFK საბოლოო შედეგს აქვეყნებს

91

GFK-ს ყველა მონაცემი დაჯამდა და ქვეყნის მასშტაბით საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით,  გამოკითხვის 100%-ის დათვლის შემდეგ მონაცემები შეიცვალა და ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 39.9%-ით და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 32%-ით გადალახა.

ეგზიტპოლის საბოლოო დათვლის შედეგების მიხედვით პარტიების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა :

ქართული ოცნება 39.9%

ნაციონალური მოძრაობა 32%

პატრიოტთა ალიანსი 4.3

ლეიბორისტული პარტია 3.6%

„სახელმწიფო ხალხისთვის“ 3.4%

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა 2.9%

სხვა პარტიები 9.8%

ამასთან, გამოკითხვას, შესაძლოა, 1.5%-იანი ცდომილების ზღვარი ჰქონდეს.

magti 5g