პატრულ-ინსპექტორი და კიდევ ორი პირი, რომლებმაც მოქალაქე საქართველოში უკანონოდ შემოყვანეს და ამაში 5000 დოლარი აიღეს, დაკავებულები არიან.
როგორც უწყება განმარტავს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა.
“ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.
დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას
516 სამოხელეო დანაშაული 3 თვეში – როგორია საგანგაშო სტატისტიკის პრევენციის გზები
გამოძიების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორი, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა საზღვარი.
ბრალდებულებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.