გამოცემა Deadline-ის ცნობით, პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ეკრანზე კვლავ გაერთიანდებიან. ჰოლივუდის უსაყვარლეს წყვილს ოსკაროსანი რეჟისორი, ფლორიან ზელერი ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში, „ბუნკერი“ იღებს. გადაღებები უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ზელერმა სცენარი სპეციალურად 56 წლის ბარდემისა და 51 წლის კრუსისთვის დაწერა. ფილმში ისინი ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ. ახალი ფილმი არქიტექტორზე მოგვითხრობს, რომელმაც მილიარდერისთვის ბუნკერი უნდა ააშენოს.
„ქორწინების ისტორიის მოყოლა მინდოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილმში რეალური წყვილი უნდა გადამეღო“, – აცხადებს რეჟისორი.
ცნობისთვის, წყვილს ერთად არაერთ საერთო ფილმში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, „ლორი, ლორი“(1992), „ვიკი კრისტინა ბარსელონა“(2007), „მრჩეველი“(2013) და „წარსულის ლაბირინთები“(2018).

