LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია

101
პენიტენციური სამსახური

სიმართლეს არ შეესაბამება გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, – ინფორმაციას ამის შესახებ პენიტენციური სამსახური აქვეყნებს.

უწყების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

“მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები