ამერიკულმა ჟურნალმა People ტრადიციულად, წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოავლინა. 2025 წლის გამარჯვებული გახდა ბრიტანელი მსახიობი ჯონათან ბეილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „Bridgerton“-ში ლორდ ენტონის როლით გაიცნო.
ბეილი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია ასევე მიუზიკლში „Wicked“, სადაც პრინცი ფიეროს როლს ასრულებს. 37 წლის მსახიობი პირველი ღიად ჰომოსექსუალი მამაკაცია, რომელმაც People-ის ეს ტიტული მიიღო. ფაქტს მედიისა და საზოგადოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ჟურნალის რედაქციის განცხადებით, ბეილი შეირჩა არა მხოლოდ გარეგნობისა და მსახიობური კარიერის გამო, არამედ მისი სოციალური აქტიურობისა და ღირებულებების დამსახურებითაც. მსახიობმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი The Shameless Fund, რომელიც ლგბტ+ თემის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
„ჯონათან ბეილი ახერხებს, რომ სექსუალურობა ნამდვილი სიკეთითა და თანაგრძნობით შექმნას. ის თანამედროვე კაცის ახალი სახეა – თავდაჯერებული, გახსნილი და გულწრფელი,“ – აცხადებს People-ის წარმომადგენელი.
წინა წლებში ჟურნალის აღიარება ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს ერგოთ, როგორებიც არიან: პატრიკ დემპსი (2023), კრისტოფერ ევანსი (2022) და პოლ რუდი (2021).