LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტერ მადიარი: „უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო 4 წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ“

133
პეტერ მადიარი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და უნგრეთის მოქალაქეებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.

„ხმების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს“ – უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია

როგორც პეტერ მადიარი წერს, „ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება“.

„მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ“, – წერს მადიარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ვულოცავ პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის“

გრიგოლ გეგელია: ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს ბრძოლისკენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g