LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცისკარიშვილი: „ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური კონტრაქცია – ასე იყო 2003 წელსაც, როცა შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას აღარ ჰქონდა რესურსი, მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც დაგვირგვინდა „ვარდების რევოლუციით“

153
პეტრე ცისკარიშვილი

„ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი. ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა აღარანაირი რესურსი და მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც ბოლოს დაგვირგვინდა „ვარდების რევოლუციით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციები ბუნებრივი პროტესტია და მიაჩნია, რომ 29 აპრილის აქცია მმართველმა პარტიამ და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა, რომელიც მისივე შეფასებით, არაფრისმთქმელი აქცია იქნება.

„29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით…შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია”- ნიკა მელია

„ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ქართული საზოგადოება, ახალგაზრდები გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ, ეს არის ბუნებრივი პროტესტი. ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან, განცხადებებთან.

„ქართული ოცნება“ – „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“

დარწმუნებული ვარ, 90 პროცენტი იმ ადამიანებისაც კი, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და იქ ჩამოიყვანენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იქ იდგნენ.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთნაირი განწყობა, ავალებენ სხვანაირად მოქმედებას, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდები, წარმოადგენენ მის მომავალს, მის ეროვნულ ინტერესებს და იბრძვიან ძლიერი, ევროპული პროგრესული საქართველოსთვის.

ასევე ნახეთ

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, საქართველოს პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეებში, როდესაც აღარანაირი რესურსი შევარდნაძე- აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა და მთელი საზოგადოება დარაზმული იყო არჩევნების რეალური შედეგის გადასარჩენად და იმ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ეწყობოდა აქციები.

ნინო წილოსანი: „ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია, ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს თავისი მავნებლური მიზნებისთვის ფარად არ იყენებს – პარლამენტის წინ ვიკრიბებით საერთო ღირებულებების ერთგული მოქალაქეები“

მათ მატარებლებით, ძირითადად აჭარიდან, ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი ადამიანი, დააყენეს რუსთაველზე და სწორედ ამით კიდევ უფრო გააბრაზეს საზოგადოება, განსაკუთრებით ქალაქი თბილისი, ახალგაზრდები და ამას მოყვა კიდევ უფრო მეტად აზვირთებული აქციები, რაც 23 ნოემბერს დაგვირგვინდა.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

mazda magti 5g