LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცისკარიშვილი მელიაზე: გვლანძღავს დღე და ღამე „ქოცებზე“ უფრო მეტად, შეტევით არის დაკავებული და რანაირად წარმოგიდგენიათ, ერთ დარბაზში დავსხდეთ?

175
fot

„ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს, ჩვენი ამომრჩეველია და ძალიან კარგია, დიდი მადლობა, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, მით უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში და ამასთან, აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩრდილოვანი მმართველობის კუთხით ჩართული არ არის.

„აგერ ვართ ჩვენ, ვინც ჩართულები ვართ ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, კრებებით, თათბირებით, პრეზენტაციებით, რეგიონებში გასვლებით, აქციებით, აი, ასე ვმართავთ ყოველდღიურ საკითხებსაც და გრძელვადიან ხედვებსა და პროგრამებსაც ვახორციელებთ და შევიმუშავებთ ხოლმე სამდივნოზე, თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თანამონაწილეებთან ერთად.

თუ ვინმე მხარდამჭერია, ძალიან ღიად ამბობს, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილი. ამ პარტიას მხარს უჭერს, ჩვენი ამომრჩეველია და ძალიან კარგია, დიდი მადლობა, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, მით უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გამართულ კონფერენციასა და მასზე ნიკა მელიას არ დასწრების მიზეზებზეც ისაუბრა.

„ტოქსიკურ ხელისუფლებას ტოქსიკური ძალით ვერ შეებრძოლები” – ნიკა მელია

„კაცი, რომელიც გლანძღავს დღე და ღამე „ქოცებზე“ უფრო მეტად, თავს პრაქტიკულად პარტიის მიღმა აყენებს, შენთან შეტევით არის დაკავებული და მთელი ფოკუსი და ისრები მომართული აქვს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და არა „ქართული ოცნებისკენ“, თავისი ძალისხმევის 80% აქეთ არის, 20% იქით, რანაირად წარმოგიდგენიათ, რომ ერთ დარბაზში დავსხდეთ და მომავლის ხედვებსა და განვლილ რეფომებზე ერთად ვისაუბროთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის ისაა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან „გაწევას“ ცდილობდა.

„ნაცვლად იმისა, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო” – ნიკა მელია ენმ-ზე

„მელია ბევრი წლით ადრე პირდაპირ საჯარო განცხადებებით შეიძლება ეთერში არ დამჯდარიყო და ასე არ მოეყოლა, როგორც მე თქვენ გეუბნებით, მაგრამ ამომრჩეველი გრძნობდა ამას, დახურულ კარს მიღმა მის რიტორიკაში, მის საუბრებში ეს იგრძნობოდა. ბოლოს მივიდა იქამდე, რომ აღარ არის ლიდერი, აღარ არის თავმჯდომარე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღარ არის თავმჯდომარე იყო ის, რომ პარტიის გამოწევა უნდოდა მიშასგან და სხვა მიმართულებით წაყვანა, რაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არასწორია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„თავიდან ბოლომდე ციფრულ მმართველობაზე გადავდივართ, დრო, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა“ – ხაბეიშვილი

„სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, საიდანაც გამოგდებას დაუპირებენ, იქ მაინც არ შეექმნას პრობლემა“ – ღუდუშაური ხაბეიშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები