27 იანვარი პეტრე კოლხის დაბადების დღეა.
ამის შესახებ კოლხი სოციალურ ქსელში წერს და მილოცვებს იღებს.
„27 იანვარი გამორჩეულად მიყვარს. ნინოობა და ჩემი დაბადების დღეა …
ორი დღით ადრე ჩამოვურეკავ ახლიბლებს და ვულოცავ, როგორ გაგიმართლათ, რომ მე დავიბადე-მეთქი…
წელს განწყობა არ მაქვს, თუნდაც ვიწრო წრეში აღვნიშნო და მოვილხინო. ამიტომ განვერიდე ყველას, ვისაც ჩემთან მოსვლა შეეძლო…
ამის მიუხედავად, ეს დღე მაინც მიხარია და ცხადია, ყველას გილოცავთ, ვისთვისაც დავიბადე.
ოღონდ, დღეს მე კი არა, ისეთი საქართველო იბადება, ბავშვობაში რომ ვნატრობდი…
ძლიერი, მტკიცე, თავისუფალი, შეუპოვარი და რაც მთავარია, საბჭოთა კლანჭებიდან უკანასკნელად დახსნილი საქართველო…
ასეთი საქართველოს დაბადებაში ლომის წვლილი შვილების თაობას მიუძღვის…
იმის მიუხედავად, რომ სრულიად შემიძულა სისტემამ და თამამად, თან სიამაყით შემიძლია განვაცხადო, ყველა სამსახურიდან გამომიშვეს, ტაძარიც ჩამომართვეს და ლამის სუნთქვაც ამიკრძალეს, არავის გაუჩნდეს ილუზია, წავიდე ემიგრაციაში, ან დეპრესიას მივეცე…
არა, ვგიჟდები გამოწვევებზე, სირთულეებზე, ამბოხზე, წინააღმდეგობაზე…
ჰოდა, ზუსტად ჩემი ,,სეზონი” დადგა…
უსამართლობას არავის შევარჩენ და ყველას ყველაფრის გამო მოვსთხოვ პასუხს…
დღეს მაინც არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, რადგან მხოლოდ მადლობების დღეა …
P.S. არასდროს შეგეშინდეთ დაბრკოლების, ესე იგი, სწორი მიმართულებით მიდიხართ!..“ – წერს პეტრე კოლხი.