LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: “ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან მალე ახალი ვირუსი დაგვატყდება თავს, ხომ არ სჯობს, სასწავლო პროცესი მაინც დისტანციურად გაგრძელებულიყო?!”

1281
Capture

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თავს ახალი ვირუსი დაგვატყდება, ამიტომ პეტრე კოლხი რეგულაციების შემსუბუქებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან მალე ახალი ვირუსი დაგვატყდება თავს. ხომ არ სჯობს, ეს წელი თავი შეგვეკავებინა და სასწავლო პროცესი მაინც დისტანციურად გაგრძელებულიყო?!”- წერს პეტრე კოლხი.

აღნიშნულ პოსტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა:

“სად ვრცელდება, რა ინფორმაცია, ყურმოკრულ ჭორებზე ვიხტუნაოთ წინ და უკან? :დ”

“საიდან მოდის წინასწარ ეს ინფორმაციები? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ხელოვნურადაა ყველაფერი მოწყობილი ერთი მიზნისკენ რაც ისედაც საუკუნეების წინ იწინასწარმეტყველეს  ჩვენის მხრიდან სიფრთხილეს და მორჩილებას საუბარიც კი არ უნდა მაგრამ აქ უფრო სხვა რამეზეა საუბარი, ყურადღება.. რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რა არის ჩვენი საფიქრალი ,ის რომ ვირუსია და ვირუსებია და როგორ ავირიდოთ თუ ის რომ უფლის მოსვლა ახლოსაა და ხალხს მეტად ვაიწყოდ და მეტად გავუფრთხილდეთ”

“რა თქმა უნდა, აჯობებდა დისტანციურად გაგრძელებულიყო. დაკარგული ჯანმრთელობის დაბრუნებაა პრობლემა თორემ დაკარგულ განთლებას როგორმე შეივსებს მომავალი თაობა”.

“და საიდან იციან მამა პეტრე რომ სხვა ვირუსი გავრცელდებააა?ვიცი გაგეცინებათ …. მაგრამ ვირუსი სულ არსებობდაააა და კოვიდზე ? დადგება 2025 წელი და მერე გავიგებთ სიმართლეს რაააა იყო ეს …. რატომ ერთიდაიგივე ქვეყანა სახელდება სულ? ჩაკეტვა. და გახსნაზე ერთდროულად ….. თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g