LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot-ს პატარა ელექტრომობილი მოძრავ სამზარეულოდ აქციეს

109

Peugeot-ს პატარა ელექტრომობილი მოძრავ სამზარეულოდ აქციეს. საინტერესო იდეის ავტორი ახალ ზელანდიელი ავტომოყვარული გახდა. გევინი ამჟამად სლოვაკეთში ცხოვრობს და Peugeot iOn მან ნამდვილ სამზარეულოდ გადააკეთა.

ელექტროქარის საბარგულში, რომლის მოცულობაც მხოლოდ 227 ლიტრია, მამაკაცმა გაზქურა, მაცივარი და ონკანიც კი დაამონტაჟა. ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გევინმა შეზღუდული ფართობის წარმატებულად გადანაწილება მაინც შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსგავსი პროექტი Land Rover-საც ქონდა, როცა კომპანიამ მოძრავი სამზარეულო Discovery-ს ბაზაზე ააგო. ავტომობილი სპეციალურად ცნობილი ტელეწამყვანის ჯეიმი ოლივერისთვის დამზადდა და დელიკატესების მოსამზადებლად მასში სრული კომფორტი იყო შექმნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები