ამ დღეებში, პინკი ჰოლივუდის დიდების ხეივანს სტუმრობდა. ამერიკელი შემსრულებელი თეთრი ანსამბლით პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ის სახელობით ვარსკვლავს წმენდდა.
თვითმხილველები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა 39 წლის მომღერალი საკუთარი ვარსკვლავის წინ დაჩოქილი იხილეს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკს სახელობითი ვარსკვლავი 5 თებერვალს გაუხსნეს.