ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკს სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან. ცნობილია, რომ ღონისძიებას, რომელიც 5 თებერვალს გაიმართება, ლეგენდარული შემსრულებლის მხარდასაჭერად, ელენ დეჯენერისი და კერი კენი-სილვერი დაესწრებიან. საინტერესოა, რომ ამერიკელი მუსიკოსის ვარსკვლავი ხეივანში რიგით 2,656-ე იქნება.
აღსანიშნავია, რომ 39 წლის მომღერლი ვარსკვლავს მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პინკი პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. მის ანგარიშზეა 7 სტუდიური ალბომი, რომელთაგან უკანასკნელის რელიზი 2017 წლის 13 ოქტომბერს შედგა. Beautiful Trauma 61-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის.