LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას“ – რა განცხადებას ავრცელებს ალექსანდრე წულაძე

134
ალექსანდრე წულაძე

განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე წულაძის განცხადებას განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.

მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.

მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“, – ნათქვამია ალექსანდრე წულაძის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g