ბათუმში მოზარდი დაიკარგა. ალექსანდრე მიქელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც „ფორტუნას“ ალექსანდრე მიქელაძის ახლობელმა განუცხადა, მოზარდი გასულ ღამეს, დაახლოებით 22:00 საათზე გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სამძებრო სამუშაოებში ოჯახი და შესაბამისი სტრუქტურები არიან ჩართული.
დაკარგული მოზარდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.
„მეგობრებო!
2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე!
პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე!
გთხოვთ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს
ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 555 10 55 00 ან 571 01 24 21“ – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.