LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირდაპირ ჩემს სახეზე გაატარეთ აწი ევროპა.. ბოკერიაში ვართ, ჩემთან ერთად არის მასწავლებელი თორნიკე“ – როგორია აქციის დროს დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

188
„პირდაპირ ჩემს სახეზე გაატარეთ აწი ევროპა.. ბოკერიაში ვართ, ჩემთან ერთად არის მასწავლებელი თორნიკე“ - როგორია აქციის დროს დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 აპრილს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ლევან ბუდაღაშვილი წერს, აღნიშნულ კლინიკაში მასთან ერთად იმყოფება აქციის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

„რობოკოპები წიხლებით სცემდნენ“ – გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, ბოკერიას კლინიკაში მკურნალობს

„პირდაპირ ჩემს სახეზე გაატარეთ აწი ევროპა. მადლობა, ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ, ვინც მკითხულობეით და მკითხულობთ.

ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე, შეძლებისდაგვარად. ჩემთან ერთად არის კიდევ მასწავლებელი, ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა, იქნებ უთხრათ. ბოკერიაში ვართ.

ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს, არ ვიცი არც ერთის სახელი, მაგრამ ადამიანები არიან“, – წერს ლევან ბუდაღაშვილი.

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა :))) მადლობა ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ ვინც მკითხულობეით და…

Posted by ლევან ბუდაღაშვილი on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024

ცნობისათვის, როგორც „ფორტუნას“ ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განუცხადეს, გასულ ღამეს კლინიკაში აქციაზე დაშავებული ორი მოქალაქე შეიყვანეს, ორივე პაციენტი, ნევროლოგიურ განყოფილებაში, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს.

ვიდეო: სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილე წააქციეს და სცემეს

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინაღმდეგ ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ამავე თემაზე:

 სამართალდამცველებმა აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს

სპეცრაზმელები „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ვიდეო: ,,ჯოხით ვდგავარ ხედავენ და ერთი ბალონი დამაცალეს…არაფერი აინტერესებდათ” – რას ჰყვება მიხეილ რამიშვილი

,,მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს” – ირაკლი კუპრაძე

პოპულალურები