ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “გირჩს” შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ “გირჩის” ლიდერებთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.
ამასთან, როგორც “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს.
“დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს”, – განაცხადა მდინარაძემ.
