„ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი პირს ბროსნანი და მისი მეუღლე, კილი შეი ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. პირსი და კილი საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდებიან. პაპარაცებსაც საოცრად სიამოვნებთ მათი გადაღება. სხვათ შორის, ვარსკვლავურმა წყვილმა მალიბუს სახლი გაყიდეს და ჰავაის კუნძულებზე გადავიდნენ საცხოვრებლად.
პირს ბროსნანი და მისი მეუღლე კორონავირუსის პანდემიას ჰავაიზე გაექცნენ
სულ ცოტა ხნის წინ 67 წლის „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავური და მისი 57 წლის მეუღლე პაემნის დროს გადაიღეს. წყვილმა პრესტიჟულ რესტორანში ივახშმეს. პირსს ლურჯი შარვალი და ჟაკეტი ეცვა, რომელსაც შავი ფერის ბერეტი შეუხამა. კილის კი ლეოპარდის პრინტიანი კაბა ამშვენებდა.
შეგახსენებთ, წყვილს 20 წლიანი ქორწინება აკავშირებს, მათ ორი ვაჟი ჰყავთ.
სანიმუშო წყვილი – პირს ბროსნანი მეუღლესთან ერთად მალიბუს სანაპიროზე