LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ ადგილზე ვარ! ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი“.. „თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ 10-ში გადავიდნენ

4422
Untitled design

ქართველი მომღერლები ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობენ, ტოპ 10-ში გადავიდნენ.

„მერიდება, ჩემი სიხარული გამოვხატო იმის ფონზე, რაც რაჭაში ხდება… დიახ, გადავედი ტოპ 15-ში“ – ნინი შერმადინი

ამის შესახებ მუსიკოსები ინფორმაციას სოციალური ქსელში ავრცელებენ.

„გადავედი ტოპ 15-ში! ჩემი გამარჯვება ამ და სხვა დანარჩენ კონკურსებშიც იქნება პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, თუ მთელი სამყარო გებრძვის! “ – თათია კობალაძე

როგორც ნინი შერმადინი წერს, ის ტოპ ათეულის პირველ ადგილზეა:

„ამხელა ტრაგედიის ფონზე, არც ერთი დღე არ შემიხედავს ჩემი კონკურსის გვერდზე, არ გამიხსნია, დღეს ბოლო დღე იყო ტოპ ათეულის გამოსავლენად.

არ ვიცი, რანაირად გახსოვდით და მაძლევდით ხმას, როცა მე არ მახსოვდა საკუთარი თავი, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რანაირად მოახერხეთ, რომ პირველობა არ დამეკარგა.

მეტირება… დღეს მე ტოპ ათეულის პირველ ადგილზე ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით… რით დავიმსახურე თქვენი ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა, არ ვიცი…

მადლობა ჩემო კეთილებო, ერთგულებო, საიმედო ადამიანებო!

ერთი ის ვიცი, რომ თუ გავიმარჯვე და ბოლომდე მივედი, ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი…

გმირებს, რომლებიც ჩვენი შვილების გადარჩენისთვის ყოველთვის წირავენ საკუთარ სიცოცხლეს! ღმერთი თუ ინებებს და ოდესმე იმდენს მივაღწევ, რომ წარმატებული მომღერალი ვიქნები, ყველაფერს ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარ, თქვენ მაძლევთ წარმატებას და ჩემი წარმატება თქვენია…
დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან მიყვარხართ.

შემდეგი ეტაპია ტოპ ხუთეული… ვნახოთ სადამდე მივალთ ერთად“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

 

ამხელა ტრაგედიის ფონზე, არც ერთი დღე არ შემიხედავს ჩემი კონკურსის გვერდზე, არ გამიხსნია, დღეს ბოლო დღე იყო ტოპ ათეულის…

Posted by Nini Shermadini on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

ტოპ ათეულში გადასვლის შესახებ საკუთარ ემოციებს უზიარებს საკუთარ გამომწერებს თათია კობალაძეც:

„Top 10! ?

Again in first place!

I am so happy

Thank you so much for these tears of joy!

I am posting this for the first time after the tragedy! It’s a strange feeling! I am happy and ashamed that I am happy!
ტოპ 10 !
პირველ ადგილზე!

არც კი ვიცი, რა დავწერო. მადლიერება როგორ გამოვხატო სათითაოდ ყველა ადამიანის მიმართ. მიყვარხართ ხალხო, მეამაყებით!

უდიდესი მადლობა ამ სიხარულისთვის და თითოეული ხმისთვის!

ტრაგედიის შემდეგ პირველად ვპოსტავ ასეთ სასიხარულო ამბავს! უცნაური გრძნობა მაქვს!

პირველად, თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ!

სასწაულებიც ხდება!

დიახ, ყველა მებრძოლ ადამიანს, ვისაც ჩემსავით არც ნაცნობი და არც პატრონი ჩვენს სფეროში არ ჰყავს, ჩვენც მივაღწევთ წარმატებას!

არასოდეს დაეცეთ მორალურად!

ამ ბოლო პერიოდის, უფრო აი ამ კონკურსის მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი ადამიანის სახე დავინახე და აი მაგ ხალხს მივმართავ!

არ გასკდეთ მეგობრებო! მაინც მიყვარხართ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი! ნუ იქნებით ბოროტები!

გიხაროდეთ სხვისი სიხარული და მაშინ იქნებით თქვენც ყველაზე ბედნიერები!“, – წერს თათია კობალაძე სოციალურ ქსელში.

 

?Top 10! ?

?Again in first place! ?

?I am so happy! ?❤️??

?Thank you so much for these tears of joy!

??I am posting…

Posted by Tatia Kobaladze on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები