LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინებით დაახლოებით 700 ათასი ადამიანი აიცრება – გაბუნია

119
ვქცინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ  პირველ ეტაპზე მიღებული COVID-19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება.  თამარ გაბუნია ვაქცინაციის გეგმაზე საუბრისას განმარტავს, რომ ეს ის რაოდენობაა, რაც ვაქცინაციის პირველი და მეორე ეტაპისთვის განსაზღვრული ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს.

მზად ვართ უახლოეს მომავალში ვაქცინაცია დავიწყოთ: პრემიერი

დღეს, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცდება.

„ესაა დაახლოებით 700 000 ადამიანის დოზა. ესაა სამიზნე ჯგუფების დაახლოებით ის რაოდენობა, რომელიც გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციისთვის. პირველი და მეორე ეტაპი, ვიდრე სხვა ჯგუფებზე გადავალთ, დაახლოებით 860 000 ადამიანია, შესაბამისად 700 000 ის რაოდენობაა, რაც პირველი და მეორე ეტაპისთვის ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს, თუმცა რეალურად არსებობს კარგი პერსპერქტივა, რომ დამატებითაც მოხდეს. ყველაზე მეტად გარანტირებული და ყველაზე ახლოს ჩვენთვის არის კოვაქსის გზით მიღებული ვაქცინები, რასაც პირველი კვარტლიდან ველოდებით, თუმცა შემდეგ ბაზარზეც გამრავლაფეროვნდება ვაქცინების არჩევანი და ხელმისაწვდომობაც”,-  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, კოვაქპლატფორმასთან საუბარი „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე მიდის და თითქმის ხელშეკრულების ეტაპზე ვართ.

„ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში იანვრის ბოლომდე უნდა მივიღოთ პასუხი და პირველ თებერვალს გვეცოდინება ლოჯისტიკური დეტალები“,-აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა მოხდება: პრემიერის დაპირება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g