LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, ბათუმი-ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეისი დაინიშნება

2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. კერძოდ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ ჩარტერული რეისები 180 ადგილიანი ,Airbus A320  ტიპის საჰაერო ხომალდით, ავიაკომპანია – Smartlynx Airlines მიერ განხორციელდება. ფრენები ივნისიდან დაიწყება და კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

თორნიკე როჟვაძე ასევე დაესწრო Tourest 2019-ის ტურისტული გამოფენის დახურვას, სადაც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონს, წინა წელთან შედარებით, 2018 წელს ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

“პირდაპირი ჩარტერული რეისები კიდევ უფრო გაზრდის ევროპელი ტურისტების ნაკადს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g