LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი აგვისტოდან 4 რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

105
1

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით:

➤  გლდანში, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი;

➤  სამგორის რაიონში, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი;

➤  საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

➤  სადგურის მოედანზე, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

◾  ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;

◾  მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;

◾  ბახტრიონის ქუჩა N13;

◾  ბახტრიონის ქუჩა N30;

◾  სულხან ცინცაძის ქუჩა N61;

◾  ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;

◾  აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;

◾  სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);

◾  ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;

◾  მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედ;

◾  თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეუძლიათ.

აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g