LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

158
21908458_1826580567367078_1215579709_o

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლის მქონე ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება.

ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g