ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გათავისუფლებულია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ბოლო ორი დღეა აქციებში მონაწილეობს, სადაც 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ პრემიერმინისტრტმა ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
გუშინდელ აქციაზე 12 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.