LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ბიჭია, რომელიც საჯაროდ დავპოსტე“ – ქეთა ბაღაშვილი ამერიკელ შეყვარებულზე საუბრობს

792
ქეთა ბაღაშვილი

ინფლუენსერი და „Beauty Lab“-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, სალომე კასრაძის პოდკასტის სტუმარი იყო.

ქეთამ ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეყვარებულია.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი, იქ გავიცანი ჩემი შეყვარებული. რომ დავინახე, იმ მომენტში მეგობარს ესაუბრებოდა და ძალიან მომეწონა. მივედი, დაველაპარაკე და გარეთ გავედით სალაპარაკოდ. უკან რომ შემოვბრუნდით, ოთახში უკვე აღარავინ იყო. მას შემდეგ ერთად ვართ. ეს არის პირველი ბიჭი, რომელიც საჯაროდ დავპოსტე“, – ამბობს ბაღაშვილი.

ქეთას თქმით, მისი მეგობარი ამერიკელია, თუმცა გერმანული წარმოშობის.

„ჩემი ადამიანი ვიპოვე. მეგონა ამერიკელთან ვერ შევძლებდი ურთიერთობას, რადგან ვფიქრობდი ზედაპირულები იყვნენ, თუმცა ის გამონაკლისია. ფუნდამენტური ღირებულებები ერთნაირი გვაქვს, ძალიან ღრმა ემოციური ინტელექტი და არაჩვეულებრივი თვისებები აქვს. ძალიან ბევრ სიყვარულს მაძლევს და სულ სხვა მხრიდან შემაყვარა საკუთარი თავი“, – აღნიშნა ბაღაშვილმა.

ვიდეო: ვინ არის გოგონა, რომლის მიერ შექმნილმა ტრენდმა მთის კაცებზე მთელი ინტერნეტი აალაპარაკა: „ნეტა, ხევსურ ბიჭებთან მაპატკუცა-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g