LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ჩარტერული რეისი ტალინიდან ბათუმში (ფოტო, ვიდეო)

533
65203491_909353029428772_2713970648723488768_n

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩასულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. 

რას აკეთებს საქართველო პუტინის სასჯელის გადასალახად?

ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25%-ს - ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

 

მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ჩარტერული ფრენების დაწყება ბათუმის მიმართულებით, წელს ვილნიუსიდანაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები