სოთბის აუქციონის სახლმა გასაყიდად პირველი თაობის Ford GT გამოიტანა. 2006 წელს გამოშვებული მოდელი 327 ავტომობილიდან ერთ-ერთია და მან მაქსიმალური კომპლექტაცია მიიღო. სუპერქარის გარბენი მხოლოდ 18,8 კილომეტრს შეადგენს.
თავის დროზე მსგავსი პაკეტის მქონე მოდელის ღირებულება 13 500 დოლარი იყო, ამჟამად კი ფასი 235 ათასამდეა გაზრდილი. სუპერქარს BBS-ის საბურავები, მძლავრი სამუხრუჭე სისტემა, მოდერნიზებული მულტიმედია და ძარაზე სარბოლო ზოლებიც აქვს.
ავტომობილს 5,4 ლიტრის მოცულობის „რვიანი“ აქვს და ძრავს 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 96 კმ/სთ-ის ასაკრეფად მხოლოდ 3,3 წამი სჭირდება.
და ბოლოს, პირველი თაობის GT-ის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია.