LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის, „დრაკონების სახლის“ გადასაღები მოედნიდან

182
42301574-0-image-a-283-1619570860430

და აი, საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის, „დრაკონების სახლის“ გადაღებები უკვე დაიწყო. ინტერნეტსივრცეში გადაღებებიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. ცნობისთვის, სერიალში „გვირგვინის“ ვარსკვლავი, მეთ სმიტი ითამაშებს, მასთან ერთად  ოლივია ქუქი და ემა დარსიც  გამოჩნდებიან.

ფოტოში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ ოკეანის სანაპიროზე მეთ სმიტი და ემილია კლარკის ორეული, ემა დარსი.

რაც შეეხება „დრაკონების სახლის სიუჟეტს, ის ტარგარიენების სამოქალაქო ომის შესახებ იქნება, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა.

ცნობისთვის, HBO-მ ისიც დააანონსა, რომ ახალი სერიალის ხილვას 2022 წელს შევძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები