მელანია ტრამპი თეთრ სახლში ინდაურების „შეწყალებას“ სუპერ „ლუქით” დაესწრო. თეთრ სახლში მადლიერების დღის ტრადიცია გრძელდება და როგორც ყოველთვის, მედიის ყურადღება ყველაზე მეტად მელანია ტრამპმა მიიქცია.
ამჯერად ყოფილი პირველი ლედი ფილმის Top Gun-ის სტილის ბომბერ-ქურთუკში გამოჩნდა და ულამაზესი ფერების კომბინაციით მთელი ღონისძიების „ვარსკვლავად“ იქცა. მელანიამ ღონისძიებაზე თავიდან ფეხებამდე ყავისფერ ფერში ჩაცმული მივიდა: შოკოლადისფერი „რალფ ლორენის” როლინგი, „ანინე ბინგის” ბრენდული ბომბერ ქურთუკი და რა თქმა უნდა, კლასიკა – „მანოლო ბლანიკის” ქუსლიანი ფეხსაცმელები.
მელანიას წარსული ლუქები ნამდვილ მოდის არქივად იქცა. ტრამპის პრეზიდენტობის წლებში მელანიამ ინდაურების შეწყალებაზე არაერთი გლამურული ლუქი ატარა. მათ შორის: „სტელა მაკარტნის“ ბაროკოს სტილის პალტო, „დიორის” ფერადი 9000 დოლარიანი მანტო, „ლაბუტინის” ჩექმები, „ბარბერის” ყავისფერი თრენჩი, „დოლჩე და გაბანას” პასტელური პალტო და როგორც ჩანს, მისი ბოლო „ბომბერი“ უკვე ახალი ფავორიტია. ტრამპები ღონისძიების შემდეგ მარ-ა-ლაგოში გაემგზავრნენ.
მელანია ტრამპი დაჯილდოებაზე „კაროლინა ჰერერას“ კლასიკურ შავ კაბაში ბრწყინავდა
მელანია ტრამპმა მეფის წინაშე მხრები მოიშიშვლა: კაბა, რომელზეც ყველა წლების განმავლობაში ილაპარაკებს




