LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მნიშვნელოვანი აღიარება სამშობლოში – 10 წლის შემდეგ, ჩარლი XCX BRIT Awards-ის ტრიუმფატორი გახდა

124
95732335-0-image-a-246_1740870910179

ლონდონში, საიუბილეო, 45-ე BRIT Awards გაიმართა. ,,ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ” ლოკალური ,,გრემის” გამარჯვებულები, 14 ძირითად ნომინაციაში გამოავლინა.

საბრინა კარპენტერი, ჩარლი XCX, ტედი სუიმსი, ჯარედ ლეტო, ჯეიდი, ლენი კრავიცი – 2025 BRIT Awards: წითელი ხალიჩა

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სპეციალური პრემიები, რომელთაგან ,,ჯილდო გლობალური წარმატებისთვის” საერთაშორისო არტისტზე პირველად გაიცა, მისი რეციპიენტი კი, საბრინა კარპენტერი გახდა. ცერემონია სწორედ ამ უკანასკნელის სადებიუტო პერფორმანსით გაიხსნა. კარპენტერი სცენაზე ჰიტების – Espresso და Bad Cham შესრულებით წარდგა.

საბრინა კარპენტერის თვალისმომჭრელი ლუქები, სპეციალური პრემია და პიკანტური პერფორმანსი BRIT Awards-ზე ,,სამეფო გვარდიის” თანხლებით

დაჯილდოების ტრიუმფატორად, ჩარლი XCX იქცა. მომღერალი მინიჭებული ხუთიდან ოთხ, მათ შორის ,,წლის ბრიტანელი არტისტისა” და დისკით – Brat ,,წლის ბრიტანული ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. მან კიდევ ერთი საპატიო წოდება მიიღო, რომელიც შოუზე 2021 წლიდან გაიცემა. შემსრულებელი ,,წლის კომპოზიტორად” აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ჩარლი XCX-მა პირველ მნიშვნელოვან აღიარებას სამშობლოში, ათი წლის შემდეგ მიაღწია. პირველად ის დაჯილდოების ნომინანტთა შორის, 2015 წელს მოხვდა, მას შემდეგ სამჯერ გახდა ნომინანტი, თუმცა ამ დრომდე ჯილდო არ მოუგია.

დაჯილდოდების კიდევ ერთ ტიტულოვან შემსრულებლად, ჩაპელ როუნი იქცა. მისი Good Luck, Babe ,,წლის საერთაშორისო სიმღერად”, თავად კი ,,წლის საერთაშორისო არტისტად” აღიარეს. მომღერალი საღამოს არ დასწრებია, თუმცა აუდიტორიამ მისი სამადლობელი ვიდეომიმართვა იხილა.

,,საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ არტისტი” – რეი, ხოლო ,,საუკეთესო პოპ არტისტი” – ჯეიდი გახდა. ამ უკანასკნელის პირველი სოლო გამოსვლა დაჯილდოებაზე, ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.

ჯეიდი დამოუკიდებლად მუსიკალურ ასპარეზზე შარშან, სადებიუტო სოლო სინგლით – Angel of My Dreams გამოჩნდა. მან პოპულარობა 2011 წლიდან, ბენდის – Little Mix წევრობით მოიპოვა. ჯგუფს 2022 წლიდან, განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული.

საღამოზე პატივი ლიამ პეინის ხსოვნასაც მიაგეს, რომელიც შარშან, 31 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ BRIT Awards ,,გრემის” ბრიტანულ ანალოგს წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ძირითადად ლოკალურ არტისტებს შორის ავლენს.

გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები