საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რასაც ჰოლდინგი ახორციელებს.
ერთ-ერთი მათგანი კი რეგიონული ჰაბი, სახელწოდებით “რეფორმერის აკადემიაა”.
როგორც თორნიკე ჯანაშვილმა აღნიშნა, პირველი აკადემია 2 თვეში, ფოთში გაიხსნება.
“დავიწყეთ რეგიონული ჰაბების მშენებლობა, რომელსაც „რეფორმერის აკადემია“ ჰქვია.
პირველი აკადემია დაახლოებით 2 თვეში ქალაქ ფოთში გაიხსნება.
ეს არის ერთგვარი მულტიფუნქციური სივრცე, როგორც გარე, ისე შიდა სივრცე და ეს სხვადასხვა ტრენინგებისთვის იქნება გამოყენებული.
ჩვენ ამ სივრცეებს ვთავაზობთ სხვადასხვა არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რათა ეს სივრცე გამოიყენონ,” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა.