მალე ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ქორწილი გაიმართება.
როგორც ცნობილია, წყვილმა ქორწილი საქართველოში დაგეგმა, რომელსაც კარლოს დედა, სოფი ლორენიც დაესწრება.
მარიამი საქორწინო საჩუქრებს უკვე იღებს.
„პირველი საქორწინო საჩუქარი მივიღე, მადლობა, მიყვარხართ“, – წერს მარიამი და საჩუქრის ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი ქართველი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.