მიმდინარე წლის ზაფხულში მსახიობ ჯონ ტრავოლტას მეუღლე, ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ის 57 წლისა იყო. კელი პრესტონის გარდაცვალების მიზეზი მკერდის კიბო გახდა. მსახიობი ონკოლოგიურ დაავადებას 2 წლის განმავლობაში ებრძოდა. ტრავოლტასა და პრესტონს 29 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ ორი შვილი ჰყავთ.
ახლახანს ტრავოლტამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი შვილები საზოგადოებას ახალ წელს ულოცავენ.
„პირველი შობა შენ გარეშე“, – წერს ჯონი.