ქეით მიდლტონმა ოჯახთან ერთად საფრანგეთის ალპებში დაისვენა. ეს გახლავთ უელსის პრინცესას პირველი შვებულება სიმსივნის დამარცხების შემდეგ. არდადეგები საფრანგეთის მთიან კურორტზე საიდუმლოდ დაიგეგმა, თუმცა, ფოტოებმა ინტერნეტში მაინც გაჟონა. ფოტოებზე ჩანს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, მეუღლეები შვილებთან ერთად თხილამურებზე დგანან.
43 წლის მიდლტონი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრ ქურთუკსა და შავ შარვალში, პრინცი უილიამი კი წითელ სათხილამურო შარვალსა და ლურჯ ქურთუკში სრიალებდა.
ქეით მიდლტონის ემოციები ირლანდიურ მცველ ძაღლთან შეხვედრისას
„ალექსანდრ მაკქუინის“ პალტოში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა ჩაცმის პროტოკოლი დაარღვია – მედია
გაზაფხულის პრინცესა – ქეით მიდლტონი „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს წითელ პალტოში





