LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლებისციტი ხაფანგია და არა კომპრომისი – „პატრიოტთა ალიანსისთვის“ კრიზისიდან თავის დაღწევის გზა არ შეცვლილა

51
ირმა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით დაგეგმილი მოლაპარაკებების კომენტირებისას ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე პარტია ისევ ახალი არჩევნების საკითხს დააყენებს.

ინაშვილის მტკიცებით,  პლებისციტის თემა უბრალოდ ხაფანგია.

„უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ – ეს უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნას და უკვე თანმდევ საკითხებს, საარჩევნო სისტემის და მთლიანად გარემოს შეცვლა. ამიტომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ რაუნდში და იმავე საკითხს დავაყენებთ. კარგი იქნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არა გაჯიუტებაში, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაში.

პლებისციტი მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის ხაფანგი და არანაირად არ მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის კომპრომისის ფორმა ამ ვითარებაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი იმყოფება.

მას კონკრეტული მისია აქვს შესასრულებელი- საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა.

დროა, ყველა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩიხიდან გამოსავალი, კომპრომისის სახით იპოვოს: კრისტიან დანიელსონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g