ლედი გაგას მასშტაბური ტურნე – The Mayhem Ball დასასრულს უახლოვდება. ტურნეს უკანასკნელი პერფორმანსით, არტისტი 13 აპრილს, ნიუ-იორკში იმღერებს.
9 აპრილს, სენტ-პოლში გამართული კონცერტისას, მომღერალმა პუბლიკას სიურპრიზი მოუწყო.
შოუზე შემსრულებელმა ახალი სიმღერა – Runway ექსკლუზიურად წარადგინა. ტრეკი დოჩისთან კოლაბორაციიაა და სპეციალურად ფილმისთვის – ,,ეშმაკი ატარებს პრადას 2” შეიქმნა.
ლედი გაგამ და დოჩიმ ფილმისთვის – „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს
Runway კონცერტის დასკვნით ნაწილში გაჟღერდა, რა დროსაც გაგამ და მისმა მოცეკვავეებმა სცენაზე ნამდვილი პოდიუმი მოაწყვეს.
ცნობისთვის, სიმღერაზე ლედი გაგასა და დოჩისთან ერთად ბრუნო მარსმა და ენდრიუ უაიტმა იმუშავეს.
სიმღერის ოფიციალური რელიზი, კონცერტის შემდეგ შედგა.