პოლ უოკერმა უცნობი წყვილის საქორწინო ბეჭედში 9 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს ამბავი 2004 წელს კაილი უფმანსა და მის მეუღლეს კრისტენს გადახდათ. ისინი სანტა ბარბარას ერთ-ერთ საიუვილერო მაღაზიაში ნიშნობის ბეჭედს არჩევდნენ და ამ საქმით იმდენად იყვნენ გართულნი, რომ იქვე მყოფი სხვა მყიდველი ვერც შეამჩნიეს. უცნობი მათ გამოელაპარაკა და უფრო ძვირადღირებული სამკაულების მორგება ურჩია. თუმცა, წყვილს შესაბამისი ფინანსები არ ქონდა, ამიტომ მათ ზრდილობიანი უარი უთხრეს.
თუმცა, საუბარი ამით არ დასრულებულა და წყვილი მალევე მიხვდა, რომ უცნობი სინამდვილეში ცნობილი მსახობი პოლ უოკერი იყო. კაილიმ პოლს უამბო, რომ ის ჯარისკაცი იყო და სულ მალე ერაყში მიემგზავრებოდა, მანამდე კი საყვარელი გოგონასთვის ნიშნობის ბეჭდის ყიდვა სურდა.
ამ საუბრის შემდეგ წყვილმა მაღაზია დატოვა, თუმცა მათ იმ საღამოსვე დაუკავშირდნენ და კუთვნილი ბეჭდის წაღება სხოვეს.
მაღაზიაში მიბრუნებულებს კი სიურპრიზი დახვდათ, პოლმა მათთვის ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი შეიძინა და თან გამყიდველს ანონიმურობის დაცვაც სთხოვა. რა თქმა უნდა, სიმართლე მოგვიანებით მაინც გაირკვა.
