LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით.. თუ რამეს აპროტესტებთ, ტროტუარზე გააპროტესტეთ, ქალაქის პარალიზება არ შეიძლება“ – ვაშაძე სამართალდამცველებს

134
გიორგი ვაშაძე

„რატომ გაქვთ მელიქიშვილი დაკეტილი? ვინ გაიძულათ? თუ შეიძლება, გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, ტროტუარზე გააპროტესტეთ. ტყუილად გზას ნუ კეტავთ“, – ასე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს.

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, ჯამში, 16 პირი დააკავეს – უწყება განცხადებას ავრცელებს

როგორც გიორგი ვაშაძემ მიმართვის დროს აღნიშნა, „სამართალდამცველების რაოდენობა მათ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება“.

„რატომ გაქვთ გზა დაკეტილი, შეგიძლიათ გვითხრათ? თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას. თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით: რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ?

თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ გადავიდნენ? პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას. მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება. მინდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირონ, როგორ უკეტავენ პოლიციელები მოქალაქეებს გზას, როგორ აქვთ დაკეტილი მელიქიშვილის გამზირი”,- მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.

ვაჟა სირაძე: „სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“

გიორგი ვაშაძის მიმართვა პოლიციელებს

"პოლიციელებო გადადით ტროტუარზე, თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტებთ ტროტუარზე… ქალაქის პარალიზება არ შეიძლება" | გიორგი ვაშაძის მიმართვა პოლიციელებს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g