იაპონელი პოლიციელი Lamborghini-ით გაქცეულ დამნაშავეს ველოსიპედით დაეწია. შემთხვევის კადრები ქსელში მოხვდა და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ყვითელი სპორტქარის – Lamborghini Huracan-ის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, რის შემდეგაც ტერიტორიიდან მიმალვა სცადა. თუმცა, ველოსიპედზე მჯდომმა პოლიციელმა მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიუხედავად არათანაბარი ძალებისა, სამართალდამცავი კანონდარღვევს ადვილად დაეწია და ჯარიმის გამოწერაც შეძლო.