შონ მენდესი Observer Magazine-ის აპრილის ნომრის სახეა. გამოცემის გარეკანზე კანადელი შემსრულებელი ,,ჟივენშის” პერანგით პოზირებს, ყდას კი წარწერა: ,,პოპის პრინცი” ამშვენებს.
როგორც ჩანს, 20 წლის შემსრულებლისთვის ამ წოდების მინიჭებამ, ჯასტინ ბიბერი გააღიზიანა.
,,ჩემი ტიტულის მოსაპოვებლად ბევრი გიკლია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ყინულზე თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში, ამისთვის შემიძლია ჰოკეის თამაშშიც გამოგიწვიო”, – დაწერა მენდესის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ჯეი ბიმ, რაზეც იუმორნარევი თანხმობა მიიღო.
,,როცა და სადაც გინდა, შენ უბრალოდ გამაფრთხილე”, – მიმართა კოლეგას შონმა.
თაყვანისმცემლების მხრიდან, ჰეილი ბოლდუინის მეუღლის დატროლვას, მოგვიანებით მეორე კომენტარიც მოჰყვა, სადაც ბიბერი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
,,არანაირი გამოწვევა, დამშვიდდით, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო”, – აღნიშნავს 25 წლის მუსიკოსი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ შონ მენდესი ჰეილი ბოლდუინის ყოფილი ბოიფრენდია, ბიჭებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ეს ფაქტიც მივიჩნიოთ.
ამასთან, იმ ფონზე, როცა ჯასტინ ბიბერმა მუსიკალურ კარიერაზე დროებით უარი თქვა, არ არის გამორიცხული მას ,,პოპის პრინცობა” მართლაც დაათმობინონ.