უკრაინაში მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით ორი პოპულარული ჯგუფი Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ. საუბარია ზაფხულში დაგეგმილ კონცერტებზე, სადაც უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ჯგუფი Imagine Dragons სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო:
მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი კონცერტები მოსკოვში გაუქმდა. იმავეს წერს ჯგუფი Green Day:
„ახლა სტადიონებზე გამართული როკ-კონცერტების დრო არ არის, სიტუაცია უმძიმესია. შესაძლოა ოდესმე გამოვნახოთ შეხების წერტილები, მაგრამ არა ახლა“, – ნათქვამია პოპულარული ჯგუფის განცხადებაში.
ჯეი ლო უკრაინისთვის – ვარსკვლავი პოსტს ავრცელებს
ფოტო: „გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“ – ლეგენდარული პოლ მაკკარტნი უკრაინას უჭერს მხარს