LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche–მ ახალი სპორტქარი 50–იანი წლების დიზაინით შექმნა

118
porsche10119

კომპანია „პორშე“ ახალი სპიდსტერის პრეზენტაციისთვის აქტიურად ემზადება. 1950–იანი წლების მოდელზე ინფორმცია თითქმის არ არსებობს და კომპანიამ დიზაინის დეტალების გამხელას მხოლოდ პრემიერის შემდეგ აპირებს.

„პორშემ“ დამაინტრიგებელი პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რასაც შემდეგ ქსელში ორი გამოსახულების გავრცელება მოყვა. ერთზე გერმანული ბრენდის მოდელი წინა მხრიდანაა ასახული, მეორეზე კი უცნობი ჰიპერქარია გამოსახული.

სავარაუდოდ, „პორშე“ პროტოტიპების შესახებ დეტალებს ორი კვირის ვადაში გაამხელს. თუმცა, მსგავსი ძარის მქონე ეგზემპლარები პაპარაცებს ჯერ არსად გადაუღიათ, ამიტომ ეს მოდელები რეალობაა თუ უბრალოდ კომპიუტერული სკეტჩები – არავინ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g