Porsche-მ სამი სიახლის პრემიერა დააანონსა. გავრცელებული თიზერის მიხედვით, ლოს-ანჯელესის გამოფენაზე მძლავრი Taycan GTS-ის, უნივერსალი Taycan Sport Turismo-ს და ასევე უკომპრომისო კუპეს Cayman GT4 RS-ს აჩვენებენ. Porsche-ს პრეს-სამსახურმა მთლიანობაში 5 პრემიერის შესახებ განაცხადა, დანარჩენი ორი მოდელი კი სავარაუდოდ ლოკალურია და მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკულ ბაზარს ეხება.
სარბოლო Porsche Cayman GT4 RS-ს მინიმალური კამუფლაჟით თითქმის ერთი წლის განმავლობაში ტესტავდნენ, ოქტომბერში კუპე ნიურბურგრინგის ტრასაზეც შეამოწმეს.
რაც შეეხება ახალ მოდიფიკაციას Porsche Taycan -ს, ჭორები მის შესახებ უკვე ნახევარი წელია რაც დადის. უნივერსალი Sport Turismo-ს გაჩენა ლოგიკურია, რამეთუ მისი კროს-ვერსია ჯერ კიდევ გაზაფხულიდანაა ხელმისაწვდომი.
საინტერესოა, რომ ახალი მოდელების გაყიდვა აშშ-ში 2022 წელზე უფრო ადრე ფიზიკურად ვერ დაიწყება, ამიტომ პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე შედგება.
