LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porshce-ს ავტომობილებში ხმებს ხელოვნური ინტელექტი აფასებს

129
Porshce-ს ავტომობილებში ხმებს ხელოვნური ინტელექტი აფასებს

Porsche-ს ავტომობილებში აკუსტიკაზე პასუხისმგებელი უსხეულო მანეკენია. მოწყობილობა ინჟინრებს ხმაურის დონის შეფასებაში და სხვადასხვა სისტემების ხმების ხარისხის დადგენაში ეხმარება. მოდული სახელად Sound Acoustic Module მრავალრიცხოვანი სპეციალური მიკროფონითაა აღჭურვილი და სპორტქარის ხმების პარამეტრებს იწერს. ტექნოლოგია სპეციალისტებს გამონაბოლქვის სისტემის დარეგულირებაშიც ეხმარება, რათა ხმაურმა ავტომობილის მეპატრონეს ნეგატიური ემოციები არ მოუტანოს.

მოწყობილობას იმდენად მგრძნობიარე მიკროფონები აქვს, რომ აღიქვამს ყველა ხმას დაწყებული ძრავის ხმაურით და სალონში სხვადასხვა ღილაკების ხმით დამთავრებული.

მუშაობის პროცესში ინჟინრები თავის შეგრძნებებს სისტემის საბოლოო ანალიზს ადარებენ და სპორტქარებისთვის იდეალურ ხმას ასე ქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები