პორტუგალიურმა კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომლის მიზანიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვაა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექნოლოგია გადაწყვეტილებებს კანონის გათვალისწინებით იღებს და ეს ეხება დამნაშავის დაჭერის მომენტიდან მის რეაბილიტაციამდე სრულ პერიოდს. სიახლის შესახებ The Conversation-ი წერს.
ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში და რომელ კამერაში ღირს დამნაშავის მოთავსება. პროგრამა სხვადასხვა ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა კონფლიქტების ალბათობა შეამციროს და პატიმრების უსაფრთხოება გაზარდოს. ტექნოლოგიას იმის პროგნოზირებაც შეუძლია თუ რამდენადაა ესა თუ ის მსჯავრდადებული რეციდივისკენ, ძალადობისა და სუიციდისკენ მიდრეკილი.
ამ დროისთვის სიახლე ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პირველ „საველე“ ცდებს გადის და თუ ზუსტად რომელ ქვეყანაზეა საუბარია, ჯერჯერობით სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.