LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიის საჯარო სივრცეებში რელიგიური ნიშნით სახის დაფარვა აიკრძალა

123
1536x864_cmsv2_78184e7c-bdfc-598

პორტუგალიის პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაამტკიცა კანონი, რომელიც საჯარო ადგილებში ბურქის ტარებას კრძალავს.

Portugal-ის ინფორმაციით, მხარდამჭერი პარტიები გადაწყვეტილებას ამართლებდნენ ქალთა უფლებებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებით, იდენტიფიკაციის სირთულეებითა და სოციალური ინტეგრაციის საჭიროებით.

კანონის მიხედვით, სახის დამფარავი ტანსაცმლის ტარებისთვის ჯარიმა 200-დან 4 000 ევრომდე მერყეობს. აკრძალვა შეეხება ნებისმიერ სამოსს, რომელიც ფარავს ან ბლოკავს სახის ხილვადობას საჯარო სივრცეებში.

თუმცა დაშვებულია გამონაკლისები ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კულტურული ან რელიგიური მიზეზების გამო, გარკვეულ შემთხვევებში.

პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ემიგრანტებმა და პორტუგალიაში ჩამოსულმა პირებმა უნდა დაიცვან პორტუგალიური სოციალური ნორმები, მათ შორის ის მოთხოვნაც, რომ საჯარო სივრცეებში სახე უნდა ჩანდეს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია უერთდება იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში სახის სრულად დაფარვაზე აკრძალვები შემოიღეს.

მათ შორის: საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს სახის დაფარვა აკრძალა;
ბელგია 2010 წელს მივიდა მსგავს გადაწყვეტილებამდე;
ბულგარეთმა 2016-ში დაასახელა უსაფრთხოების არგუმენტები;
ავსტრიამ 2017-ში მიიღო აკრძალვა;
დანია 2018-ში ამოქმედებული კანონით ზღუდავს სახის დაფარვას;
ნიდერლანდებმა 2012-ში შემოიღო ნაწილობრივი აკრძალვა საჯარო დაწესებულებებში;
იმავე წელს ნორვეგიამ სახის დაფარვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალა;
შვეიცარიამ 2021 წლის რეფერენდუმის შედეგად მიიღო კანონი, რომელიც ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები