LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოსტივი“, სულ რაღაც 5 წელიწადში, გავლენიან მედიად ჩამოყალიბდა. არც შალვას რამიშვილის როლია დასამალი, ამიტომაც ცდილობენ, მოძალადედ გამოაცხადონ“ – ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს

334
პოსტვ

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ტელეკომპანია „პოსტივის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი არხის პოზიცია.

ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს ცრუ ბრალდებების ნიაღვარს ტელეკომპანია „პოსტივის“ მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული ორკესტრირებული კამპანიის მიზანია, უარი ვთქვათ იმ მისიის შესრულებაზე, რის გამოც შეიქმნა ეს არხი, მისია კი ნათელია – ქართველ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე.

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

„ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება, რადგან შეიძლება ნებისმიერი ადამიანის და, შვილი, ცოლი, არ ვიცი, ნებისმიერი ქალი შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.“ – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ტელეკომპანია „პოსტივი“ 2017 წელს შემოვიდა იმ მედია სივრცეში, რომელიც გაჯერებული იყო სიცრუით, საზოგადოებისთვის ნაძალადევად თავს მოხვეული დოგმებით, სტერეოტიპებითა და აკრძალვებით. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, მოვწონებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავეშებულები ებრძვიან ტელეკომპანია „პოსტივის“, ე.წ მედია ექსპერტებს, „ენჯეოებს“, დემოკრატიის ქურქში გადაცმულ მოძალადეებსა და ლიბერალიზმის მანტიაში გახვეულ ფაშისტებს. ჩვენი მისიაც და მიზანიც იყო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ანუ მისი კონსერვატიული ნაწილისთვის გვეჩვენებინა რეალობა. მისია რომ შესრულებულია და ჩვენ ვიპოვეთ გზა ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებლის გულებამდე, ამას მოწმობს ტელეკომპანია „პოსტივის“ რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი არხი ყველა სატელევიზიო არხს შორის იკავებს მყარ მესამე ადგილს ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი-2-ის“ შემდეგ და, ხშირ შემთხვევაში, რეიტინგით უსწრებს ერთად აღებულ სამივე ოპოზიციურ არხს: ტელეკომპანია “ფორმულას“, რომელსაც პულსი არ ესინჯება, „TV პირველს“ და „ნაცმედიის“ მთავარ რუპორს – „მთავარ არხს“, რომლის რეიტინგიც განახევრებულია.

უკვე ვეღარავინ მალავს იმას, რომ ტელეკომპანია „პოსტივი“, სულ რაღაც 5 წელიწადში, გავლენიან და ანგარიშგასაწევ მედიად ჩამოყალიბდა. არც შალვას რამიშვილის როლია დასამალი ამ ტელეკომპანიის შექმნასა და განვითარებაში, ამიტომაც გახდა ის ბოლო დღეებში ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი სამიზნე. ცდილობენ, შალვა რამიშვილი მოძალადედ გამოაცხადონ.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მიუხედავად პირადი საუბრების თემატიკის უხერხულობისა, რაზედაც თავად შალვა რამიშვილმა არაერთხელ, საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ბოლო დროს გავრცელებულ პირად საუბრებსა თუ მიმოწერებში ძალადობის ნიშანიც კი არ არის; შალვა რამიშვილი არც სასამართლოს მიერ ყოფილა ოდესმე ძალადობისთვის გასამართლებული ან რაიმე სახდელ დადებული, როგორც ამას ე.წ. უფლებადამცველები ამტკიცებენ. ე.წ. თათია სამხარაძის ქეისში სასამართლომ შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის 2000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა დამსაქმებლის ვალდებულებების დარღვევისთვის, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, შალვა რამიშვილი მზადაა, თუ რაიმე სახით, ნებისმიერ პირთან მიმართებით ძალადობის ფაქტი დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „პოსტივის“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქალთა უფლებების დაცვასთან, იგი წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მედიასაშუალების განადგურებისკენაა მიმართული. ამის ნათელია დასტურია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის მიერ „პოსტივის“ ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეო მასალა მთელმა საქართველომ იხილა, და შემდეგ – ამ ძალადობის ფაქტზე ქალთა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების დუმილი. ეს არის ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითობის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც არათუ უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას, პირიქით – ახდენს ქალების კიდევ უფრო მეტად სტიგმატიზებასა და სეგრეგაციას.

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და „პოსტივის“ ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია – ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის – მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი (როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა), ის ბოლო დროს მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება.

აქვე გვინდა, სოლიდარობა და სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას – ნათია ბერიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის – დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ამ ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებელი პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტის – ნატო გოგელიას პროვოკაციული ქმედებებით გაღიზიანებულმა მოქალაქემ მას მობილური ტელეფონი გადაუგდო და, ამ ფაქტის გამო, მძიმე სენით დაავადებული, 5 უდედოდ დარჩენილი შვილის მამა მყისიერად იქნა დაკავებული.

და ბოლოს, გვინდა, შევეხოთ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის – დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, გაქცეული ოლიგარქის ბინძური დავალებების შემსრულებლის – დიმიტრი ჩიქოვანისა და თათია სამხარაძის კონსპირაციულ შეხვედრას და შეხვედრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ინტერესი არასდროს ყოფილა მოქალაქე თათია სამხარაძისა და მოქალაქე დიმიტრი ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები. ჩვენ დავინტერესდით კეზერაშვილის დესტრუქციული დავალებების მთავარი შემსრულებლის – დიმიტრი ჩიქოვანის და ტელეკომპანია „პოსტივის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზატორის – თათია სამხარაძის საიდუმლო შეხვედრით. ცხადია, რომ ახლა მიმდინარეობს თათია სამხარაძის ხელმეორედ მსხვერპლად „ინტრონიზაციის“ კამპანია, ამჯერად უკვე „პოსტივის“ ქალი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მოტივით, რითაც ცდილობენ, დაგვაბულინგონ და ხელი აგვაღებინონ კითხვაზე – რას აკეთებდა თათია სამხარაძე კეზერაშვილის მარჯვენა ხელთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტივის ჟურნალისტებს ადგილზე მუშაობის დროს არ დაურღვევიათ კანონი.

დასასრულს, გვინდა, განვაცხადოთ: „პოსტივის“ კოლექტივში უთანხმოების შემოტანის, არხის თანამშრომლების დაბულინგებისა და ჩვენი ტელეკომპანიის გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვისაა განწირული. როდესაც საუბარია ადამიანების „დაქენსელების“ ანუ მოკვეთის კამპანიაზე, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ იმ ძალას, რომელიც არათუ ფლირტში და უხამს კომპლიმენტებშია შემჩნეული, არამედ დადასტურებულად, ფაქტების დონეზე არის საკუთარი მოქალაქეების სისტემური გაუპატიურების შემოქმედი. ძალა, რომელიც აბამდა ადამიანებს და შემდეგ „კასტილიან“ კაცს აუპატიურებინებდა, ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას იყენებდა შანტაჟის იარაღად.

ჩვენ კი, გავაგრძელებთ ჩვენი მრავალათასიანი აუდიტორიისთვის სიმართლის თქმას, იმ სიმართლის, რომელიც, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ესაა რამიშვილის გონებაში მოფიქრებული ნაგავი, რომ ყველას დაავიწყდეს ის ამბები, რასაც ახლა გოგოები მასზე ჰყვებიან – თათია კარგადაა და ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“ – ანაკო ტურაშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის სახლში მივიდა – „მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები