ანა დე არმასი თავისი ახალი ფილმის „ჯონ ვიკის სამყაროდან: ბალერინა” პრემიერაზე შეუდარებელი იყო. პრემიერა ლონდონში გაიმართა და ყველა ელოდა, რომ არმასის გვერდით საბოლოოდ გამოჩნდებოდა ტომ კრუზი და მათი რომანი ოფიციალურად დადასტურდებოდა. ყველასთვის მოულოდნელად ასე არ მოხდა. სამაგიეროდ არმასი ამ დღეს მარტო არ იყო, მას პარტნიორობას კიანუ რივზი უწევდა.
37 წლის ანა დე არმასი შეუდარებელი იყო ვერცხლისფერ მბზინავ კაბაში და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა. ნაცრისფერ პიჯაკში იყო გამოწყობილი 60 წლის კიანუ რივზი.
ცოტა ხნის წინ მედია კრუზისა და არმასის რომანზე ალაპარაკდა, წყვილის ფოტოებიც რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ოფიციალურ ღონისძიებაზე ისინი ერთად, არ გამოჩენილან.
გალანტური ტომ კრუზი და მისი ეშხით დაბნეული ქალები „კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე
რომანტიკული სეირნობა ლონდონის პარკში – ტომ კრუზისა და ანა დე არმასის მორიგი გამოჩენა
დიდი დაბრუნება – სანდრა ბულოკი და კიანუ რივზი ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ



